ძიუდო

14:40 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილის იპონი გამოარჩია

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეაჯამა და აღნიშნული ტურნირის 5 საუკეთესო გდების ვიდეო გამოაქვეყნა. საუკეთესო ხუთეულში პირველი ადგილი გურამ თუშიშვილს ერგო, რომელმაც ფინალში მასპინძელი იოჰანეს ფრეის დამარცხება 44 წამში ულამაზესი იპონით მოახერხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა დიუსელდორფის გრან პრიზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ხუთივე დაპირისპირებაში იპონით გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ მეხუთე ადგილი იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს ერგო, მეოთხეზე ფრანგი ამანდინე ბუჩარდი გავიდა. საუკეთესო სამეულში კი კორეელი კიმ მინიონგი და გერმანელი ანა მარია ვაგნერი შევიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11382