ფეხბურთი

20:57 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო პრემიერლიგა შესაძლოა შეწყდეს ან უმაყურებლოდ გაგრძელდეს

ინგლისში საფეხბურთო სეზონი შესაძლოა შეჩერდეს ან მაყურებლების გარეშე გაგრძელდეს. კორონავირუსის გამო ბრიტანეთის ხელისუფლება ხსენებული გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

იმ შემთხვევაში თუ ეპიდემია კიდევ უფრო გაუარესდება, მატჩები დიდი ალბათობით დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ეს ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრამ ბორის ჯონსონმა დაადასტურა.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება უმჯობესია ერთი ტურით შემოიფარგლოს, მაგრამ თუ უფრო ხანგრძლივი დრო იქნება საჭირო, მაშინ საუკეთესო გამოსავალი ჩემპიონატის შეჩერება რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება.

უახლოესი დღეების განმავლობაში მკვეთრი შეზღუდვები მოსალოდნელი არაა, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველა პროფილაქტიკურ ზომებს მიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108354