ფეხბურთი

19:42 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მისი მენტალიტეტი ძალიან მომწონს" - ჰოლანდმა კუმირი დაასახელა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და მისი თამაშის შემხედვარე რა გასაკვირია. ნორვეგიელს საოცარი სეზონი აქვს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჰოლანდი საკუთარ თავს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან აიგივებს და თქვა, რომ შვედის მენტალიტეტი ძალიან მოსწონს.

„ყოველთვის სასიამოვნო დიდი გუნდების ინტერესი, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქმეს კარგად აკეთებ. როდესაც „მიოლდეში“ მივედი ბავშვი ვიყავი, სოლსკიაერი ძალიან დამეხმარა, ის კარგი თავდამსხმელი იყო და ბევრი რამ მასწავლა, ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი გახლდათ.

ძალიან მომწონს იბრაჰიმოვიჩის მენტალიტეტი, მომწონს, როგორ ახერხებს ერთი გუნდიდან მეორეშიგადასვლას, ქვეყნებისა და ჩემპიონატების შეცვლას, ეს ადვილი არაა, მაგრამ ის გოლების გატანას ყველგან ახერხებს. ჩვენ ორივე მაღალი თავდამსხმელები ვართ, თუმცა თამაშის განსხვავებული თვისებები გვაქვს, პარალელის გავლება ადვილი არაა.

ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელობა, ვიცოდით, რომ კარგი ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ ასე სწრაფად არ ველოდი, მაგრამ ეს სისწრაფე მომწონს“, - თქვა 19 წლის ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, ჰოლანდი „დორტმუნდში“ დეკემბერში გადავიდა და 9 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად სეზონში 36 შეხვედრაში თავი 41-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11195