ფეხბურთი

23:50 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2 დაიწყო, 3 ქულა ჯერ მხოლოდ "შუქურას" ერგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შემდეგ ეროვნული ლიგა-2იც დაიწყო და დღეს სამი სასტარტო შეხვედრა გაიმართა.

„გაგრამ“ საკუთარ მოედანზე ზუგდიდის „დინამო“ მიიღო და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. „რუსთავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ნაანტრაქტევს გუნდებმა გოლები გაცვალეს. ბექა გვარაძემ მასპინძლები დააწინაურა, რასაც ათ წუთში ლაშა კუჭუხიძემ უპასუხა.

ჯერჯერობით 3 ქულის მოპოვება მხოლოდ ქობულეთის „შუქურამ“ მოახერხა, რომელიც მარტვილში „მერანს“ ესტუმრა და მატჩის მიწურულს დიმიტრი ტატანაშვილისა და აშორტიას გოლებით დამაჯერებლად აჯობა.

ხვალ პირველი ტური „სიონი“ – „შევარდენისა“ და „ვიტ ჯორჯია“ – „არაგვის“ მატჩებით დასრულდება.

„გაგრა“ – „დინამო ზუგდიდი“ 0:0 (0:0)

„მერანი“ (მარტვილი) – „შუქურა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (76), 0:2 აშორტია (84)

„რუსთავი“ – „სამგურალი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გვარაძე (55), 1:1 კუჭუხიძე (65)

0.112757