ფეხბურთი

22:25 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხვალ გაირკვევა

ხვალ, ნოდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

საქართველოს ნაკრები წინა ერთა ლიგიდან განსხვავებით ერთი ლიგით დაწინაურდა და ამჯერად, მესამე ლიგაში იასპარეზებს, სადაც წილისყრისთვის პირველ კალათაშია განთავსებული. „ჯვაროსნები“ საბერძნეთთან, ალბანეთთან და მონტენეგროსთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

პრინციპი იგივე იქნება, როგორც წინა ერთა ლიგაზე - A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2021 წლის ზაფხულში ოთხთა ფინალში ტიტულისთვის იბრძოლებენ. დანარჩენი ლიგების და ჯგუფების გამარჯვებულები ერთი დივიზიონით აღზევდებიან, ხოლო ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან.

A ლიგა

I კალათა: პორტუგალია, ნიდერლანდები, ინგლისი, შვეიცარია

II კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია

III კალათა: ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი

IV კალათა: ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

B ლიგა

I კალათა: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

II კალათა: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი

III კალათა: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია

IV კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

C ლიგა

I კალათა: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო

II კალათა: ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი

III კალათა: ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი

IV კალათა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D ლიგა

I კალათა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტანშტაინი

II კალათა: ანდორა, მალტა, სან მარინო

წილისყრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩების ჩატარების განრიგი ასეთია:

I ტური: 3-5 სექტემბერი, 2020 წელი

II ტური: 6-8 სექტემბერი, 2020 წელი

III ტური: 8-10 სექტემბერი, 2020 წელი

IV ტური: 11-13 ოქტომბერი, 2020 წელი

V ტური: 12-14 ნოემბერი, 2020 წელი

VI ტური: 15-17 ნოემბერი, 2020 წელი

A ლიგის ფინალები: 2, 3, 6 ივნისი, 2021 წელი

0.116029