ფეხბურთი

18:10 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში

ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა გასულ უიქ-ენდზე „კრაკოვიასთან“ შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.

გვილიამ 44-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ჩინებული დარტყმით აიღო მეტოქის კარი და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1). უნდა აღინიშნოს, რომ მთელი თამაში აქტიური იყო და გოლის გარდა, ერთხელ ბურთი ხარიხასაც მოარტყა. ქართველი ნახევარმცველი მეორედ მოხვდა ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

გვილიას მიმდინარე სეზონში პოლონეთში ჩემპიონატში 24 თამაშში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. გარდა ამისა, პოლონეთის თასზე ორ მატჩში ერთხელ გაიტანა, ხოლო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114096