ფეხბურთი

19:43 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: "დე ხეას ამ შეცდომის გამო მოვკვლავდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ ლივერპულის „ევერტონთან“ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე წუთზე ესპანელი ბურთის მოედნის ცენტრისკენ მოგერიებას ლამობდა, მაგრამ დომინიკ კალვერტ-ლევინს გაარტყა და გოლი გავიდა.

დე ხეას შეცდომას „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარული კაპიტანი როი კინი გამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ მას მოკლავდა.

„მე, როგორც ფეხბურთელი ან მწვრთნელი მას აუცილებლად მოვკლავდი, მოვკლავდი! ვფიქრობ, დე ხეა ცოტა ქედმაღალია. შესვენებაზე შევცვლიდი, ის ძალიან ჭკვიანი მეკარეა საიმისოდ, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11031