ფეხბურთი

14:10 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "თასის ზედიზედ სამჯერ მოგება გასაოცარი შედეგია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის ლიგის თასის მოგების შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა წარმოუდგენელი სტაბილურობა აჩვენა.

„ამ ტურნირის ზედიზედ სამჯერ მოგება გასაოცარია, წარმოუდგენელი სტაბილურობაა. პირველიდან ბოლო წუთამდე ადვილი თამაში არ ყოფილა, მათ ორი აშკარა მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ეს დიდი წარმატებაა, სეზონში მეორე ტიტული, აქ მოსვლის დღიდან ვცდილობთ ყოველი თამაშისა და ტიტულების მოგებას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა და ეს ტიტული ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო.

0.14142