ფეხბურთი

11:04 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტორპედომ" უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინელი ფეხბურთელი ვიტალი პონომარი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შეთანხმება მიღწეულია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

29 წლის ფორვარდის კარიერა დონეცკის „შახტარში“ დაიწყო, თუმცა დონბასურ გუნდში თავი არაფრით გამოუჩენია. სხვადასხვა დროს „ოლექსანდრიას, „პოლტავას“, „ჰოლოვკივკას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს ლუცკის „ვოლინში“ ირჯებოდა.

საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული პერიოდი 2014-2019 წლებში „ოლექსანდრიაში გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 135 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

0.110923