ფეხბურთი

10:30 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

U16: საქართველო უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, უფრო ზუსტად ლიეტუველებმა შეასრულეს და საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 3:4 დამარცხდა.

ლიეტუვა 0:0 (პენ. 4:3) საქართველო

საქართველო: მაქაცარია (46' ბერუაშვილი), ნ. დავრაშელიძე (60' ბერიანიძე), აღდგომელაშვილი, ბაგრატიონი, მოლაშვილი (83' ბართია), ხუტიაშვილი (68' კალანდაძე), ღურწკაია (83' დვალიშვილი), ქართველიშვილი, ბერია, ლაცაბიძე (გ. დავრაშელიძე), შიოლაშვილი

​სათადარიგო შემადგენლობა: გეგიაძე, ლაბაძე, ხაბურზანია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასის ეგიდით 3 შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ტურნირის რეგლამენტის მიხედვით 6 ქულა დააგროვა და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.

GFF.GE

0.141548