ფეხბურთი

23:03 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" გამარჯვებით დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტური კარგი მატჩით დაიხურა, განსაკუთრებით მისი პირველი ტაიმი გამოდგა საინტერესო. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო არენაზე“ „ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ მიიღო.

იმერლებისთვის ისე დაიწყო ყველაფერი, უკეთესს ვერც ინატრებდნენ. მესამე წუთზე გიორგი ილურიძემ, ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით ანგარიში გახსნა და კახი კაჭარავას გუნდი წინ გაიყვანა.

თუმცა, ლევან კორღალიძის შეგირდებმა თამაშის სადავეები მალევე იგდეს ხელთ და ანტრაქტამდე მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვეს. კირკიტაძის გამათანაბრებელ გოლს სიხარულიძის დუბლი მოჰყვა.

მეორე ტაიმში შედეგი არ შეცვლილა და „რკინიგზელებმა“ დადებითად დაიწყეს, ხოლო „სამტრედიას“ მომდევნო ტურებში მოუწევს ქულების დაგროვებაზე ფიქრის.

„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 3:1 (3:1)

გოლები: 0:1 ილურიძე (3), 1:1 კირკიტაძე (30), 2:1 სიხარულიძე (35, პენ), 3:1 სიხარულიძე (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138541