ფეხბურთი

20:17 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თრილერი ლონდონში და დრამა ლივერპულში

თუ ჩემპიონთა ლიგასაც ჩავთვლით, „ტოტენჰემმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო, პრემიერლიგაში კი მოურინიუს გუნდი მიჯრით მეორედ დამარცხდა. წინა კვირაში პორტუგალიელს ყოფილმა შეგირდმა, ფრენკ ლამპარდმა აჯობა, ამჯერად კი ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დრო დადგა.

მასპინძელი ჩრდილოლონდონელები ორჯერ იგენდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც წააგეს. გამარჯვევბის გოლი „მგელმა“ რაულ ხიმენესმა 73-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად, „ვულვზმა“ „ტოტენჰემს“ ცხრილშიც გადაუსწრო და „მანჩესტერთან“ ერთად, 42-42 ქულით, ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. საინტერესოა, რომ ესენი, მეოთხე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ადგილს, მხოლოდ სამი პუნქტით ჩამორჩებიან.

ორი გამარჯვების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ ვერაფერი მოუხერხა. მერსისაიდელებმა მალევე გახსნეს ანგარიში. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა, დე ხეას თამაშში შეჰყავდა ბურთი, მაგრამ იქვე მყოფ კალვერტ-ლიუინს მოარტყა და გოლიც ასე გავიდა. მეკარის შეცდომას მოჰყვა საპასუხო გოლიც. ფერნანდეშის დარტყმა ცუდი არ ყოფილა, მაგრამ პიკფორდს მეტი სიფხიზლე მართებდა.

ბოლო კი დრამატული გამოდგა. უკვე წამატებულ წუთებზე კალვერტ-ლიუინმა გამარჯვებისა გაიტანა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა თამაშგარეს მიზეზით გააუქმა. ეს ამბავი ევერტონელთა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ გააპროტესტა და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 28 ტური. 1 მარტი

ტოტენჰემი - ვულვზი 2:3

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 58 064

1:0 ბერგვეინი (13), 1:1 დოჰერტი (27), 2:1 ორიე (45), 2:2 ჟოტა (57), 2:3 ხიმენესი (73)

ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე (ჟედსონი 84), სანჩესი, ტანგანგა (ნდომბელე 76), დევისი (პეროტი 90+1) , დაიერი, უინკსი, ლო ჩელსო, ალი, ბერგვეინი, მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ვულვზი: პატრისიუ, დოჰერტი, ბოლი, კოდი, საისი, ვინაგრე, ნევეში, მოუტინიუ, ჟოტა (დენდონკერი 79), ტრაორე (ნეტუ 75), ხიმენესი (პოდენსე 90+2)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ლო ჩელსო (59), უინკსი (84), დევისი (84); ბოლი (71)

ევერტონი - მანჩესტერი 1:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 374

1:0 კალვერტ-ლიუინი (3), 1:1 ფერნანდეში (31)

ევერტონი: პიკფორდი, ბეინსი, ჰოლგეიტი, კინი, კოულმენი (სიდიბე 28), სიგურდსონი, დევისი, უოლკოტი (ბერნარდი 63), გომეში (კენი 82), რიშარლისონი, კალვერტ-ლიუინი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ვან-ბისაკა, შოუ, მაგუაირი, ფრედი, მაკტომინეი (მატა 72), მატიჩი, ფერნანდეში, მარსიალი (უილიამსი 89), გრინვუდი (იგალო 72)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: კალვერტ-ლიუინი (41), დევისი (43), სიდიბე (81); შოუ (41), მაგუაირი (45), ლინდელოფი (56), ფრედი (70)

0.129768