კალათბურთი

19:49 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ კაზანჯიანს 80 წლის იუბილეზე ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგიკის პროფესორი, ანტონ კაზანიჯიანი იუბილარია. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრს, თბილისის დინამოში საბჭოთა კავშირის ორგზის (1959, 1968) ჩემპიონს, თასის მფლობელსა (1969) და ევროპის ჩემპიონთა თასის (1962) გამარჯვებულს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

დღესვე, ბატონი ანტონ კაზანჯიანი ქართული სპორტის რაინდი გახდა. აღნიშნული წოდება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარდგინებით, ანტონ კაზანჯიანს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განკარგულებით მიენიჭა. ქართული სპორტის რაინდის სპეციალური ორდენი იუბილარ ვეტერანს მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად გადასცა.

ბატონი ანტონ კაზანჯიანი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ხოლო 1960 წლიდან საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატია. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ანტონს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს მას.

GBF.Ge

0.124304