ფეხბურთი

3:59 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" მორიგი ნაბიჯი სკუდეტოსკენ

რომის „ლაციო“ რომ არ ხუმრობს და სკუდეტოსთვის სრულფასოვნად აცხადებს პრეტენზიას, ეს უკვე კარგა ხანია დამტკიცდა. ახლა კი, კორონავირუსისა და გადადებული მატჩების ფონზე სიმონე ინძაგის გუნდი ერთპიროვნულად გალიდერდა.

„არწივებმა“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ბოლონიას“ საწყის წუთებშივე დაუთმარეს თამაში, ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ასეც მოიგეს. სხვათა შორის, შესვენების შემდეგ სტუმრებს ორი გოლი გააუქმეს, თუმცა ფაქტია „ლაციომ“ დამსახურებულად მოიგო.

რომაელებმა 62 ქულა დააგროვეს, „იუვენტუსს“ 2 ქულით გაასწრეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ. „ლაციალე“ 2000 წლის მაისის შემდეგ მეორე წრეში პირველად აღმოჩნდა სატურნირო ცხრილის სათავეში - ამაში სიმონე ინძაგის როლი დიდია.

„ლაციოს“, „იუვენტუსზე“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, თუმცა ფაქტია, რომ სერიოზულად ფიქრობს ჩემპიონობაზე, ამას უკვე გუნდში არავინ მალავს და ინძაგიმ პარალელი უკვე გაავლო 2000 წლის სვენ გორან ერიქსონის გუნდთან, რომლის ღირსებას თავადაც იცავდა. ვნახოთ, ფაქტია, კონკურენტებთან შედარებით „ლაციოს“ საქმე უფრო მარტივადაა, რადგან მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.

ამასობაში ევროზონაში ამოყო თავი „ნაპოლიმ“, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა ზედიზედ სამი თამაშის მოგება. ნეაპოლელებმა შინ „ტორინო“ 2:1 დაამარცხეს და მეექსვე ადგილზე აღზევდნენ.

ტური, როგორც წინა კვირაში ახლაც არასრულია. ხუთი თამაში, მათ შორის, „იუვენტუსი“ – „ინტერი“ 13 მაისისთვის გადაიდო და დიდი შანსია, რომ ჯერ კიდევ ორშაბათს დაგეგმილი „სამპდორია“ – „ვერონაც“ გადაიდოს.

„ლაციო“ – „ბოლონია“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (18), 2:0 კორეა (21)

„ნაპოლი“ – „ტორინო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანოლასი (19), 2:0 დი ლორენცო (82), 2:1 ედერა (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113541