კალათბურთი

3:12 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე "გრან კანარიას" გამარჯვებაში 8 ქულით დაეხმარა

ესპანეთის ლიგა ენდესას XXII ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ 70:60 სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 16:47 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი (60%) და 5-დან 2 საჯარიმო (40%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 4-ს გაუტოლდა.

„გრან კანარია“ 10 გამარჯვებით და 11 მარცხით მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მარტს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

0.113787