ფეხბურთი

0:25 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი "ინტერნასიონალში" გაანათხოვრა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" მცველი რენცო სარავია 2020 წელს ბრაზილიურ "ინტერნასიონალში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სარავია "პორტუმ" 2019 წელს "რასინგიდან" 5.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდა ხოლმე. არგენტინელმა "დრაკონების" მაისურით ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში რენცოს ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117231