ფეხბურთი

19:01 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის მორიგი შესანიშნავი და მშრალი თამაში პორტუგალიაში (+VIDEO)

გიორგი მაკარიძე მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სეტუბალის „ვიტორია“ „პორტიმონენსეს“ ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა.

სტუმრებმა ქულა რომ მოიპოვეს, მაკარიძის დიდი დამსახურებაა, რადგან ქართველმა კიპერმა რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ 22-ე თამაში ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და კარი მშრლად მეთერთმეტედ შეინახა.

0.150364