ფეხბურთი

23:32 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "სახიფათო ზონა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვოთ"

გიორგი აბურჯანიამ ბოლო დროს „ტვენტეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და უკანასკნელი ორი თამაში შეუცვლელადაც ჩაატარა. „ალკმაართან“ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და კარგ ფორმაშია. „ტვენტე“ „ჰერენვენთან“ მატჩისთვის ემზადება და შეხვედრამდე 25 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა, მანამდე ბოლო თამაშიც გაიხსენა.

„ძალიან რთული თამაში იყო, რადგან „უტრეხტი“ ნამდვილად ძლიერი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ და კარგი თამაში ჩავატარეთ. წაგება არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ეს ფეხბურთია, ზოგჯერ კარგად თამაშობ, მაგრამ მაინც ვერაფერს იღებ.

ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც „უტრეხტთან“ ვითამაშეთ, ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და ახლა იგივე „ჰერენვენთანაც“ უნდა გავაკეთოთ. ეს ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. უნდა მოვიგოთ, რადგან ქულები გვჭირდება და „ჰერენვენი“ მხოლოდ სამი ქულით გვისწრებს. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, რომ სახიფათო ზონა, რაც შეიძლება სწრაფად დავოტოვოთ“, - უთხრა გიორგიმ ენსხედელთა ვებგვერდს.

აქვე გეტყვით, რომ „ტვენტე“ 24 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულითაა დაშორებული, ხოლო „ჰერენვენთან“ შეხვედრას 29 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 სააზე გამართავს.

0.152075