ჩოგბურთი

22:21 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი წაგებას გადაურჩა, ციციპასი კვლავ ფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაელ მონფისთან შეხვედრაში სამი მატჩპოინტი გადაარჩინა, ფრანგი 2:6, 7:6 (10:8), 6:1 დაამარცხა და დუბაის ტურნირის ფინალში გავიდა. მონფისი მეორე სეტში ტაი ბრეიკზე 6:3 იგებდა, თუმცა ჯერ თავისი ორი მოწოდება დათმო, ხოლო შემდეგ ჯოკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ სეტი დაიტოვა. მესამე სეტში კი სერბმა იოლად მოიგო.

დუბაის ტურნირის მეორე ნახევარფინალში ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა დანიელ ევანსი 6:2, 6:3 დაამარცხა და დუბაის ტურნირზე ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ბერძენი საკუთარ მოწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა და 29 გათამაშებიდან 26 მოიგო.

ციციპასმა გასულ კვირას მარსელის ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში ფელიქს ოჟე-ალიასიმე დაამარცხა. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, სერბმა მიმდინარე წელს ყველა შეხვედრა მოიგო, ნოვაკმა ჯერ ATP CUP-ი ტრიუმფით დაასრულა, შემდეგ კი ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მოიგო. ურთიერთშეხვედრებში ციციპასი ჯოკოვიჩს 3:2 უგებს, თუმცა ბოლო შეხვედრა, რომელიც ბერძენმა მოიგო საგამოფენო მატჩი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128104