კალათბურთი

10:11 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 2 ქულა და გამარჯვება "პორტლენდთან"

გოგა ბითაძის "ინდიანამ" შინ "პორტლენდი" 106:100 დაამარცხა. გოგამ პარკეტზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 2 ქულა, 1 მოხსნა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობა. გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 37:26 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა მაკალუმმა ჩააგდო. "ინდიანაში" 20 ქულით და 11 მოხსნით საბონისი გამოირჩა.

"ინდიანა" 35 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

0.112942