ფეხბურთი

23:50 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ირანის ფუტსალის ქალთა ნაკრების წევრი კორონავირუსით 23 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირანში 23 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა, რომელიც ირანის ფუტსალის ქალთა ნაკრებში თამაშობდა.

ელჰამ შეიხს თეირანიდან 140 კმ-თ დაშორებულ ქალაქ კომში აღმოაჩნდა ინფექცია და სამწუხაროდ მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა.

ელჰამს დიაგნოზი 10 დღის წინ დაუდგინეს, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. სტატისტიკის თანახმად 23 წლის ასაკში კორონავირუსი სიკვდილიანობას მხოლოდ 0.2%-ით იწვევს, თუმცა, ირანელი გოგონას სიცოცხლე დასრულდა.

0.122507