ფეხბურთი

22:57 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა საიჯარო შეზღუდვებს აწესებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლა დაანონსა. როგორც FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, განათხოვრებულ ფეხბურთელთა რაოდენობა მომავალ წლებში ლიმიტირებული იქნება.

კერძოდ, FIFA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან კლუბები რვაზე მეტ ფეხბურთელს იჯარის წესით ვერ გაუშვებენ. ასევე, 2022/23 წლების სეზონიდან კლუბები ექვსზე მეტ მოთამაშეს ვერ გაანათხოვრებენ. ამავდროულად აიკრძალება ორმა კლუბმა ერთმანეთში სამ-სამი ფეხბურთელი იჯარის წესით გაცვალონ.

თეგებიFIFA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100916