ფეხბურთი

23:25 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგას დიდების დარბაზი ექნება

პრემიერლიგის გამოჩენილ ფეხბურთელებს ამიერიდან დიდების დარბაზში შეიყვანენ. როგორც ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პრემიერლიგა დიდების დარბაზს დაარსებს და უკვე 19 მარტს აღნიშნულ დარბაზში ორ ადამიანს შეიყვანენ.

ამავდროულად, ცერემონიალზე ნომინანტებიც გამოვლინდებიან და ხმის მიცემის უფლებით გულშემატკივრები გადაწყვეტენ ვინ დაიკავებს საპატიო ადგილს დიდების დარბაზში. კანდიდატები იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, ეროვნების მიუხედავად, რომლებიც პრემიერლიგაში თამაშობდნენ 1992 წლიდან. ინგლისში უკვე არსებობს ფეხბურთის დიდების დარბაზი და ასევე ეროვნული საფეხბურთო მუზეუმი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107125