სხვა

21:00 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვუოკატი-2021-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა გამოვა

ფინეთის ვუოკატიში 2021 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„შეჯიბრებებში ათლეტთა რეკოდული რაოდენობა იასპარეზებს. მონაწილეთა მხრიდან ესოდენ დიდი ინტერესი ახალგაზრდა ოლიმპიელებისთვის მულტისპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე მიუთითებს, ჩვენ კი მოტივაციას გვძენს, რომ ფესტივალი უკეთესი გავხადოთ," - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრიულმა.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა განაპირობა სპორტულ პროგრამაში ახალი დისციპლინის - ქალთა ჰოკეის ჩართვამ. ამავე მიზეზით ფესტივალზე გოგონათა და ბიჭების თანაბარი რაოდენობა იასპარეზებს.

ვუოკატიში 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა ოლიმპიელი გამოვა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109762