ფეხბურთი

20:29 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში "რეალს" პენალტი დაუნიშნეს და ფეხბურთელი გაუძევეს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი მეტისმეტად გაირთულა.

აღნიშნულ შეხვედრას მადრიდელთა ჯერ პენალტი დაინიშნა, შემდეგ კი სერხიო რამოსი გაუძევეს.

ეს გადაწყვეტილებები იტალიელმა არბიტრმა დანიელე ორსატომ მიიღო და ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სამეფო კლუბი“ ერთ შეხვედრაში თან პენალტით დასაჯეს და თან ფეხბურთელი გაუძევეს, პირველად მოხდა.

ამრიგად, ორსატო პირველი მსაჯია, რომელმაც მადრიდელთა წინააღმდეგ ესპანეთის დედაქალაქში ორი უმკაცრესი სანქცია გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113657