ფეხბურთი

19:23 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „გონებით და გულით უკვე „კლასიკოში“ ვარ“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, თავის ტვიტერში ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებას (1:2) გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ის ამ შეხვედრის 86-ე წუთზე გააძევეს და საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს.

„ძალიან ძნელი საღამოს შემდეგ, ორ ვარიანტს ვხედავ. ვიფიქროთ ამ მარცხზე თუ „ბარსელონასთან“ მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. მე მეორეს ავირჩევდი. გონებით და გულით უკვე „კლასიკოში“ ვარ“ - წერს რამოსი.

პრიმერას 26-ე ტურის მთავარი შეხვედრა „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 1 მარტს გაიმართება მადრიდულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.114555