ფეხბურთი

19:14 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ახლა უკვე ოფიციალურად „მანჩესტერ სიტიმ“ უეფას მიღებული გადაწყვეტილება ევროტურნირებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ, CAS-ში (სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) გაასაჩივრა.

ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებს CAS-ი ინგლისური გუნდის აპელაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ უეფამ 14 თებერვალს „მანჩესტერ სიტი“ 2020-2021 და 2021-2022 წლების ევროსარბიელიდან მოკვეთა და 30 მილიონი ევროს ფინანსური სასჯელიც დააკისრა.

0.113622