ფეხბურთი

18:46 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის მორიგი მიღწევა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ითამაშა “ჩელსის“ წინააღმდეგ (3:0). Opta-ს ინფორმაციით, ეს 33 წლის მეკარისთვის 107 შეხვედრა გამოდგა საკლუბო ფეხბურთის მთავარ ტურნირში.

ამრიგად, მან „ბარსელონას“ ყოფილ მეკარეს, ვიკტორ ვალდესს გადაუსწრო და მეკარეთა შორის ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშევი მატჩების რაოდენობით მეოთხე ადგილზე დადგა. მეტი მხოლოდ იკერ კასილიასს (177, რეალი, პორტუ), ჯიჯი ბუფონსა (123, პარმა, იუვენტუსი, პსჟ) და პეტრ ჩეხს (111, ჩელსი, არსენალი) უთამაშიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120271