ისტორია

10:35 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

26 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973- დაიბადა ოლე გუნარ სოლსკიაერი. ნორვეგიის ნაკრების, “კლაუსენენგენის,” “მოლდესა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. სოლსკიაერმა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნს” გადამწყვეტი გოლი გაუტანა. იგი ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) პირველობებზე. ნორვეგიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 67 შეხვედრა, გაიტანა 23 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1882- უელსის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა ირლანდიის ნაკრებს 7:1 მოუგო. რექსჰემში ჩატარებულ მატჩში, უელსელთა ცენტრფორვარდმა ჯონ ჰარისმა ოთხი გოლი გაიტანა.

1893- ნორვეგიელმა მოციგურავე ეინარ ჰალვორსენმა 500 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (48 წამი).

1936- პიტერ დოჰერტი “ბლექპულიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. მომდევნო სეზონში “სიტი” ინგლისის ჩემპიონი გახდა, დოჰერტიმ კი, 30 გოლი გაიტანა.

1938- ჰოლანდიელმა მოცურავე რიე ვან ვეენმა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:24.6).

1960- ამერიკელმა ციგურებით ფიგურულად მოსრიალე დევიდ ჯენკინსმა ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

1960- ვერნი კანემ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, დოქტორ X დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1962- უილტ ჩემბერლენმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში “ფილადელფია უორიორზის” რიგებში ასპარეზობისას “ნიუ იორკ ნიკზს” 67 ქულა ჩაუგდო.

1967- ინგლისის საფეხბურთო სამოყვარულო თასის მეოთხედფინალში, “ჰაიგეტისა” და “ენფილდის” თამაშისას, რომელიც ბირმინგემთან მდებარე ქალაქ შირლში მიმდინარეობდა, “ჰაიგეტის” ნახევარმცველ ტონი ელდენს მეხი დაეცა. ელდენს გული გაუჩერდა. იგი მხოლოდ მასაჟის მერე მოაბრუნეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სულ რაღაც 24 საათში გარდაიცვალა.

1972- თბილისის “დინამომ” ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასკვნით მატჩში, ბრაზილიის ბელუ-ორიზონტეს საფეხბურთო კლუბ “კრუზეიროსთან” 1:3 წააგო. ქართველთაგან გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა. “დინამო”: სტეფანია, პეტრიაშვილი, კანთეკლაძე, ჭელიძე, ებრალიძე, გავაშელი, ასათიანი (მჭედლიშვილი), მ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (ყიფიანი). მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი.

1987- მაიკლ ჯორდანმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჩიკაგო ბულზის” შემადგენლობაში ასპარეზობისას, 58 ქულა მოაგროვა.

1987- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში, “ვაშინგტონ უიზარდსმა” “ინდიანა პეისერზს” ბურთის კალათში ტყორცნისას 20-ჯერ დაუფარა.

1988- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგურავე კრისტინ როტენბურგერმა 1000 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:17,65).

1989- ლეგენდარულმა ინგლისელმა გოლკიპერმა პიტერ შილტონმა თავისი 850-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

1991- ბილ ვეეკი და ტონი ლაზერი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1997- საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მატჩში, საბერძნეთთან 61:65 წააგო. საქართველო ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: თორთლაძე (8 ქულა), სტეფანია (14), სანაძე (9), ნაცვლიშვილი (11), ბერძენიშვილი (2), დადიანი (3), ბეჟანიშვილი (2), ჩხეიძე (12). მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი.

1999- უელსელმა ჯონ ბენჯამინ ტოშაკმა, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი შეცვალა.

2005- ერთა თასის მატჩში, საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს 65:0 მოუგო.

2005- რაგბიში ექვსი ერის პირველობის მორიგი ტურის მატჩში, შოტლანდიამ აუტსაიდერ იტალიასთან თამაშისას ვერც ერთხელ ვერ შეძლო ბურთის დამიწება. სამაგიეროდ, სკოტებმა ექვსი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და 18:10 მოიგეს. მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გაიმართა. პარიზის “სტად დე ფრანსზე” კი, მასპინძლებმა უელსს პირველი ტაიმი 15:6 მოუგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ბრიტანელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 24:18 გაიმარჯვეს.

2005- პროფესიონალ მოკრივეთა ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ ორთაბრძოლაში, მიგელ სოტომ დემარკუს კორლი, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული მუხლის ტრავმის გამო, დაამარცხა. სოტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის შეწყვეტისთანავე კორლის მატჩ-რევანშის ჩატარება შესთავაზეს.

2005- ბელგიელი ველოსიპედისტი ნიკ ნუიენსი პრესტიჟული რბოლა “ჰეთ ფოლკის” ფინიშთან მდევრებზე 14 წამით ადრე მიიჭრა.

2005- 1990 წლის მსოფლიოს ჩენპიონი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, პიერ ლიტბარსკი ავსტრალიური “სიდნეის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2006- კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მალტაზე “ჰიბერნიანსთან” 0:1 წააგო. მატჩის წინ გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ნაკრების მცველის, კახა კალაძის ძმის ხსოვნას.

2006- იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში, “მონტეპასკიმ” “ვიოლა” დაამარცხა (103:60). ვლადიმერ ბოისამ 26 წუთში 22 ქულა მოაგროვა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

2006- დასრულდა ზამთრის მე-20 ოლიმპიური თამაშები, რომელსაც ტურინი მასპინძლობდა. საერთო შედეგით პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა (11 ოქრო, 12 ვერცხლი, 6 ბრინჯაო, სულ 29), ხოლო 2-3 ადგილები შესაბამისად აშშ-მა (9 ოქრო, 9 ვერცხლი, 7 ბრინჯაო, სულ 25) და ავსტრიამ (9 ოქრო, 7 ვერცხლი, 7 ბრინჯაო, სულ 23) დაიკავეს. ჰოკეიში შვედებმა იმარჯვეს, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე ფინელები და ჩეხები გავიდნენ.

2006- ტურინში გამართული ზამთრის მე-20 ოლიმპიადის ბოლო დღეს, იტალიელმა ჯორჯიო დი ჩენტამ (თხილამურებით რბოლა, 50 კმ, მას.სტარტი) ოქროს მედალი მოიპოვა.

2007- ფორვარდმა ლევან მელქაძემ ყარაგანდის “შახტიორთან” გააფორმა კონტრაქტი.

2007- თანამდებობიდან გადააყენეს იტალიური “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, ალბერტო ძაკერონი. მისი ადგილი ჯანი დე ბიაზიმ დაიკავა.

2010- ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის ტურნირის ფინალში კანადა და აშშ გავიდა. ნახევარფინალში კანადელებმა სლოვაკებს 3:2 მოუგო, ამერიკამ კი ფინეთს 6:1 სძლია.

2012- “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მცველმა კობი ბრაიანტმა ყველა ვარსკვლავთა მატჩებში დაგროვებული ქულების რაოდენობით, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის გადასწრება მოახერხა. ორლანდოში ჩატარებულ “ოლ სტარი” კობისთვის უკვე მე-14 გახლდათ, მისი მონაგარი კი 27 ქულა იყო. შედეგად, ჯამში, ბრაიანტმა 271 ქულა მოაგროვა და ჯორდანს 9 ქულით გადაასწრო.

2012- რაგბი ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 32:7 მოუგო.

2012- ჩოგბურთ მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) წყვილთათანრიგშიოქსანაკალაშნიკოვამ მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1920- კუიპერ-მასტენბროეკი. ჰოლანდიელი მოცურავე. 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა.

1942- იოზეფ ადამეცი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების, პრაღის “დუკლას”, ბრატისლავას “სლოვანის” ფორვარდი (წარმოშობით სლოვაკი). მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის მუნდიალის მონაწილე. 1968 წელს ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებს 3 გოლი გაუტანა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი. “სლოვანის” შემადგენლობაში 1969 წელს მოიგო თასების თასი.

1946- ბობი “ბინგო” სმიტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “კლივლენდ კავალიერზის” ვარსკვლავი.

1948- სერგეი საველიევი. საბჭოთა მოთხილამურე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

1951- სტანისლავ ერიომინი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს გამთამაშებელი (180 სმ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982). ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1957- მარიტა კოხი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. კოხი პირველი სპორტსმენია, რომელმაც 200 მეტრი 22 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, ხოლო 400 მეტრზე მის მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 47,6 წამია.

1957- კონი კარპენტერ-ფინი. ამერიკელი ველოსიპედისტი. ლოს ანჯელეს ლეიკერსის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1962- შილა კორნელი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968- ალექსანდრ ივანიკი. საბჭოთა ნიჩბოსანი. ბაიდარებითა და კანოეთი ასპარეზობისას მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონობა.

1973- ოლე გუნარ სოლსკიაერი. ნორვეგიის ნაკრების, “კლაუსენენგენის,” “მოლდესა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. სოლსკიაერმა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნს” გადამწყვეტი გოლი გაუტანა. იგი ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) პირველობებზე. ნორვეგიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 67 შეხვედრა, გაიტანა 23 გოლი.

1973- ჯენი ტომპსონი. ამერიკელი მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1976- დებორა გელიზიო. იტალიელი ტყვიის მსროლელი. სტენდზე ასპარეზობისას, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1976- ალექსანდრე გოგობერიშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “მერანის,” “დინამოს,” “ვიტ ჯორჯიასა” და “ლოკომოტივის,” მახაჩკალას “ანჟის,” ბაქოს “ბაკის” ნახევარმცველი.

დღეს გარდაიცვალნენ

1901- ჩინელ მოკრივეებს ჩი სუისა და ჩენგ იუს ეგრეთწოდებულ “მოკრივეთა აჯანყებაში” მონაწილეობის გამო, თავები მოჰკვეთეს.

1992- გერიტ შულტი (იგივე “გიჟი ველოსიპედისტი”). გერმანელი ველომრბოლელი. გარდაიცვალა 76 წლის ასაკში.

0.135064