ფეხბურთი

14:06 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "წაგება გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა „ბაიერნთან“ განცდილი მძიმე მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტისგანცხადებით, ამ გაკვეთილისგან სწავლა შეიძლება.

„სამწუხაროდ ეს არის ფეხბურთი ამ დონეზე, „ბაიერნი“ ძალიან ძლიერი გუნდია. სამწუხაროა, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ სწორი მიმართულებით. არ ვიყავით თავდაჯერებულები და იმედგამაცრუელები თამაში ვაჩვენეთ. ეს რთული გაკვეთილია, უნდა მივიღოთ ის, რაც დადებითია და წინ წავიდეთ. საჭორია გვესმოდეს, რომ მარცხისგან შესაძლებელია გაკვეთილის მიღება“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ საპასუხო შეხვედრა 18 მარტს მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113731