სხვა

19:27 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-იმედის რევანში

ხელბურთის უმაღლესი ლიგაში სტუ-იმედმა 28-15 მოუგო სამტრედიას და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა. სპორტის უნივერსიტეტმა 31-25 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე.

სტუ-იმედისა და სამტრედიის პირველი მატჩი სამტრედიელებს 41-33 ჰქონდა მოგებული, მაგრამ იმედმა დღეს დამაჯერებელი რევანში აიღო და მეხუთე ადგილზე დარჩენილ მეტოქეს ცხრილში 8 ქულით გადაასწრო.

გაცილებით უფრო მძაფრი ბრძოლაიყო წყალტუბოსა და სპორტუნის მატჩში. აუტსაიდერმა მხოლოდ 2 ბურთით წააგო პირველი ტაიმი (12-14), მაგრამ მაინც ვერ დააღწია თავი მეთერთმეტე წაგებას. სპორტის უნვერსიტეტმა 6 ქულა დააგროვა, თუმცა, გორს პირადი ბალანსით მაინც ჩამორჩება (36-44, 40-34) და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ხვალ ზესტაფონის სპორტის სასახლეში კიდევ ორი მატჩია: სამტრედია - სპორტუნი, წყალტუბო - იმედი-სტუ. მეორე წრე 11 მარტს დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 25 თებერვალი, ზესტაფონი

წყალტუბო - სპორტუნი 25-31

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - ქაშიბაძე 7, ჯიმშელეიშვილი 5, ფანცხავა 4, ნ. ბაბუნაშვილი 3, მ. გველესიანი 2, მუკბანიანი 2, რ. ბაბუნაშვილი 1, კოვზირიძე 1, კაპანაძე

სპ: ხანდოლიშვილი - ბულბულაშვილი 9, იმნაძე 7, ჩიკვილაძე 5, ზურაბიანი 4, იობაშვილი 4, ჩაკვეტაძე 2, დელიბაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა

სამტრედია - იმედი-სტუ 15-28

სამ: ფახურიძე, დუნდუა - ხელისუფალი 5, ძნელაძე 3, ადამია2, აფრიდონიძე 2, ქავზინაძე 2, ჟვანია 1, ხომერიკი, ნადირაძე, თევზაძე, ხონელიძე, კიკაბიძე,

იმ: ცინცაძე - ერისთავი 7, გავაშელიშვილი 6, ალანია 4, ყორიაული 3, გოგალაძე 3, ჭელიძე 3, აბჟანდაძე 1, დოლმაზაშვილი 1, თიგიშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

BSB ბათუმი--12--11---0---1---468-320--22

ქუთაისი------12--10---0---2---518-385--20

სტუ-იმედი---11---8---0---3---346-279--16

პეგასი---------12---7---0---5---384-379--14

სამტრედია---11---4---0---7---313-388---8

გორი----------12---3---0---9---387-494---6

სპორტუნი----11---3---0---8---339-399---6

წყალტუბო---11---0---0--11---266-377---0

26 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 სამტრედია - სპორტუნი

15:30 წყალტუბო - იმედი-სტუ

0.126726