ფეხბურთი

19:02 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლივუდიდან ფეხბურთში: ჯორჯ კლუნი ესპანური გუნდის შეძენას აპირებს

ჰოლივუდიდან ევროპულ ფეხბურთში - ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი ესპანური კლუბის „მალაგას“ შეძენას აპირებს. ანდალუზიელების მცირე აქციონერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ანტონიო აგილერამ დაადასტურა, რომ გუნდის შეძენით ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული.

აღნიშნულ კომპანიასთან კი მჭიდრო კავშირშია ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც 2019 წლის ბოლოს უკვე შესთავაზა 15 მილიონი ევრო გუნდის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გრძელდება და არაა გამორიცხული მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიონ.

„მალაგა“ კარგა ხანს ესპანური ფეხბურთის ელიტაში იყო და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა, მაგრამ ახლა რთული პერიოდი უდგას. სეგუნდა დივიზიონში მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.149296