ჩოგბურთი

22:00 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "კმაყოფილი ვარ"

დუბაის ტურნირის პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტუნისელი მალეკ ჯაზირი 6:1, 6:2 გაანადგურა. მატჩის შემდეეგ ნოვაკმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავის თამაშით კმაყოფილია.

"ნამდვილად ტურნირის დიდებული დასაწყისია. როგორც შეჯიბრის დაწყებამდე ვთქვი, დუბაი მომწონს და აქ თავს კარგად ვგრძნობ. პირველ თამაშში ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც დაგეგმილი მქონდა. იყო პატარა შეცდომებიც, შეიძლებოდა უფრო უკეთაც მეთამაშა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ" - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

მომდევნო შეხვედრაში ნოვაკი ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130474