ჩოგბურთი

13:04 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე გამოსვლას ლიეტუველ მეტოქესთან დაპირისპირებით იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს. მისი მეტოქე ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი იქნება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და ორივე მატჩში დამარცხდა.

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დუბაიში 90 ქულის დაცვა მოუწევს, რადგან ნიკამ გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე 2 ეტაპი გადალახა. პირველ წრეში ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვს 2 სეტში აჯობა, შემდეგ კი რობერტო ბაუტისტა აგუტი 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. თავად კი ბორნა ჩორიჩთან წააგო.

ტურნირი 24 თებერვალს დაიწყო და 29 თებევალს დასრულდება. საპრიზო ფონდი კი 2 მილიონ 950 ათას 420 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბასილაშვილისა და ბერანსკის დაპირისპირება თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124559