ფეხბურთი

22:05 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხეჩიკაშვილი: "სხვა გუნდებს ბევრი უპირატესობა აქვთ, მაგრამ "საბურთალო" განვითარებას აგრძელებს"

თბილისის „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს სუპერთასის მოგების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, „საბურთალო“ განვითარებას აგრძელებს და ახალი წარმატებები არც ისე შორსაა.

“ბუნებრივია, დიდ სიხარულს განვიცდი. ბევრ გუნდს ზურგს ჩვენზე ბევრად დიდი ტრადიციები, ინფრასტრუქტურა, გულშემატკივართა არმია და ბევრი სხვა უპირატესობა უმაგრებს… მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. “საბურთალოს” პროფესიონალიზმი, თავდადება და ერთსულოვნება გამოარჩევს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავარი გუნდური ფასეულობები და სისტემაა და არა პიროვნული მომენტები. ორი კვირის წინ, “საბურთალო” პატარა კრიზისის ზღვარზე იყო. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს გუნდზე ცუდად იმოქმედებდა. საბედნიეროდ, “საბურთალოს” მისი დაძლევის უნარიც აღმოაჩნდა. დღეს იყო ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება. შედგა ნამდვილად საფეხბურთო ზეიმი. ასეთი გულშემატკივრობა იმის წინაპირობაა, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს. “საბურთალო” კი განვითარებას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, ახალი წარმატებები არც ისე შორსაა”, - თქვა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „საბურთალოს“ საქართველოში ყველა ტიტული აქვს მოპოვებული (ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი).

0.12223