ფეხბურთი

20:39 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარხელი: "გამოვცადეთ ყველაფერი, რასაც საქართველოსთან გამოვიყენებთ"

ბელარუსის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის აქტიურად ემზადება და გუშინ უზბეკეთთან სპარინგ მატჩიც მოიგო (1:0). თამაში ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა შეაფასა.

„გამარჯვება ძალიან კარგია. დიდი ხანი არ გვქონდა მოგებული და შედეგიც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამხანაგური თამაში გვჭირდებოდა შეთამაშებისთვის, ყველა კმაყოფილი დარჩა.

დიახ შედეგი პირველ ადგილზე დგას და რა თქმა უნდა, შევეცადეთ, რომ დადებითი შედეგისთვის მიგვეღწია. თუმცა, სხვადასხვა დავალებები შევასრულეთ, პრაქტიკაში გამოვცადეთ ყველაფერი, რასაც საქართველოსთან გამოვიყენებთ“, - ციტირებს მარხელის სიტყვებს ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.123509