ფეხბურთი

17:43 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A შესაძლოა უმაყურებლოდ გაგრძელდეს

იტალიის სერია A-ში 25-ე ტურის ოთხი მატჩი გადაიდო, თუმცა გაურკვეველია მომდევნო ტურის ბედი. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობას მიმართა, რომ რამდენიმე მატჩის მაყურებლების გარეშე ჩატარებაზე ნებართვა მისცენ.

საქმე ისაა, რომ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსის პირობებში და სახიფათო რეგიონებში ყოველგვარი სპორტული აქტივობების ჩატარება გამორიცხა. ბოლო ინფორმაციით კი, მთავრობამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.

თუმცა, სერია A-ში ტურის გადადება დამატებით პრობლემებს ქმნის კალენდართან და თავისუფალ ფანჯრებთან დაკაშვირებით. ამიტომაც, გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ერთი ტურის შეხვედრები სახიფათო რეგიონებში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტი) უმაყურებლოდ ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ 1 მარტს, სუპერმატჩი უნდა გაიმართოს „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია საერთოდ ჩატარდება თუ არა აღნიშნული დაპირისპირება.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111458