ფეხბურთი

16:12 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

nieuwsblad: "ჩაკვეტაძე "რომასთან" მატჩში ჯოკერი უნდა იყოს"

ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ი „გენტის“ ქართველი ლეგიონერების, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს. როგორც ხსენებული გამოცემა აღნიშნავს, ქვილითაიას ისევ შეუძლია გოლების გატანა, ხოლო ჩაკვეტაძე „რომასთან“ მატჩის ჯოკერი უნდა გახდეს.

„ქვილითაიას გატანა ისევ შეუძლია. ქართველმა ჩემპიონატში ცხრათვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, თასზე გატანილ ორ გოლს თუ არ ჩავთვლით. „სენტ ტრუიდენის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და თითები ყურებზე მიიდო. ქართველმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკის ტრავმის შემდეგ შანსი მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ სამი საგოლე პასი გააკეთა, პენალტი მოიპოვა, კრიტიკას მაინც იღებდა, რადგან გოლებს ვერ იტანდა. კვირა საღამოს ვნახეთი, რომ გოლების გატანა ისევ შეუძლია. თანაც, ლორან დეპუატრეს ერთ კვირაში სამი თამაშის ჩატარება არ შეუძლია და ხუთშაბათს მან ტრავმის შემდეგ პირველივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, რაც შესაძლოა თორუპის და მისი პერსონალის შეცდომა იყო.

გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და მას თითქმის ერთი წელი გაუცდა. კარგი პასებით, თამაშის ხედვით „ბუფალოს“ მეოთხე, მეხუთე, მეექსვე და თუნდაც მეშიდე გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. მან „რომასთან“ ჯოკერის როლი უნდა შეასრულოს, რადგან სწორედ ეს კვირა რომაელებთან თამაშის სამზადისია“, - წერს nieuwsblad-ი.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში (90 წუთიც) პირველად ითამაშა, ხოლო ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატში თავი ასევე პირველად გამოიჩინა. „გენტისა“ და „რომას“ მატჩი კი, 27 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108423