ფეხბურთი

10:57 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "მსაჯები წინასწარ დაგეგმილ და სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებენ"

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი მსაჯობით უკმაყოფილოა. ესპანელი ფეხბურთელი „ლევანტესთან“ (0:1) შეხვედრაში არბიტრების მიღებული გადაწყვეტილებებით ძალზე გაბრაზებული დარჩა და ესპანურ მედიასთან ბრაზი არც დაუმალავს.

„ჩემი ხელით თამაშის დროს „ვალენიასთან“, რომელიც უნებლიე იყო, ჯარიმა დაინიშნა, „ლეგანესთან“ კი, ორჯერ გახლდათ განზრახ ხელით თამაში, მაგრამ წესების დარღვევა არ დაფიქსირდა. არ მომწონს მსაჯებზე საუბარი, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანები არიან და შეცდომებს უშვებენ. მაგრამ ზოგჯერ ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ. კრიტერიუმები განსხვავებულია ტურების მიხედვით.

მსაჯები ადრე უფრო მეტად პატივს გვცემდნენ, მაგრამ ახლა მათთან საუბარი შეუძლებელია. ქედმაღლობა იგრძნობა, ეს აღმაშფოთებელია. თამაშის დასრულების შემდეგ მსაჯს ვკითხე, ჰქონდა თუ არა პირადი პრობლემები ჩემთან. რამდენიმე გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა“, - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, „რეალმა“ „ლევანტესთან“ წაგების შემდეგ ლიდერობა დაკარგა და მომდევნო ტურში „ელ კლასიკო“ ელოდება.

0.1557