ფეხბურთი

22:44 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ გაილაღა

„მანჩესტერმა“ შინ „უოტფორდი“ 3:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ბოლოდროინდელი „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მოგება ართუ ხშირი ამბავია. მაგრამ, თუ წინა ტურში „ჩელსისთან“ გამარჯვება იღბლის შედეგი იყო, ამჯერად სულშერის ბიჭებმა მეტოქე კლასის ხარჯზე დაამარცხეს.

ეს კლასი მაშინ ჩნდება, როცა მინდორზე ბრუნუ ფერნანდეშია. პორტუგალიელი ახალწვეული მანკუნიანელთათვის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. ამჯერად მან თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა. მეორე მარსიალმა შეაგდო, წერტილი კი გრინვუდმა დასვა.

ერთი სტუმრებმაც გაიტანეს, მაგრამ დარტყმამდე მსაჯმა მათი მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა.

„არსენალმა“ „ევერტონს“ დრამატულ მატჩში 3:2 მოუგო, დუბლი მიითვალა ობამეიანგმა.

„ვულვზმა“ კი „ნორვიჩი“ 3:0 გაანადგურა. აქაც დუბლი შეასრულა ჟოტამ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 27 ტური. თებერვალი

მანჩესტერი - უოტფორდი 3:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 347

1:0 ფერნანდეში (42 პენ), 2:0 მარსიალი (58), 3:0 გრინვუდი (75)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, მატიჩი, ფრედი (მაკტომინეი 79), ფერნანდეში, ჯეიმსი, გრინვუდი (ჩონგი 80), მარსიალი (იგალო 80)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

უოტფორდი: ფოსტერი, დოუსონი, კაბასელე, კეტკარტი, მასინა, კაპუ, ჰიუზი, დუკურე (კლევერლი 80), პერეირა (სარი 69), დეულოფეუ, დინი (უელბეკი 76)

მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: კეტკარტი (67)

არსენალი - ევერტონი 3:2

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 296

0:1 კალვერტ-ლიუინი (1), 1:1 ნკეტია (27), 2:1 ობამეიანგი (33), 2:2 რიშარლისონი (45+5), 3:2 ობამეიანგი (46)

არსენალი: ლენო, კოლაშინაცი (საკა 18), ლუისი, მუსტაფი, ბელერინი, იოზილი (გენდუზი 82), ჯაკა, სებალიოსი (ტორეირა 76), პეპე, ნკეტია, ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ევერტონი: პიკფორდი, მინა, სიდიბე, ბეინსი, ჰოლგეიტი, შნედერლენი (გომესი 59) , დელფი (კენი 82), აივობი (ბერნარდი 59), სიგურდსონი, რიშარლისონი, კალვერტ-ლიუინი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: შნედერლინი (31), რიშარლისონი (45+2), სიგურდსონი (73), გომეში (90+4)

ვულვზი - ნორვიჩი 3:0

1:0, 2:0 ჟოტა (19, 30), 3:0 ხიმენესი (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111378