სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:11 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" პირველი სუპერთასი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია, ისტორიაში პირველად. 2020 წლის სეზონი თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიხსნა, სადაც ტიტულისთვის მოქმედი ჩემპიონი და თასის ფლობელი ერთმანეთს გაეჯიბრნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სანახაობრივი. ამ კუთხით აშკარად მოიკოჭლებდა და ორივე გუნდს ეტყობოდა,რომ სასურველი ფორმისგან შორს არიან.

ეს განსაკუთრებით „დინამოზე“ ითქმის, რომელმაც თამაში ცალსახად ჩააგდო და საგოლე მოემნტიც კი პრაქტიკულად არ შეუქმნია, პირველ ტაიმში ბენიოს თავურს და ძელს თუ არ ჩავთვლით. ეს კიდევ უფრო უცნაურია იმის ფონზე, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი სათამაშო დროის 76 წუთის განმავლობაში მდევრის როლში იყო და შეტევაში მეტი აგრესია, აქტიურობდა მართებდა. თუმცა, არ გამოუვიდა.

საპასუხოდ, „საბურთალომ“ კარგად დაიწყო და დასაწყისშივე ერთ ეპიზოდში ოთხჯერ შეეძლო გატანა. ჯერ როინ კვასხვაძემ იხსნა თავისი გუნდი, შეტევა გაგრძელდა და მერე ორჯერ მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს, ხოლო ბოლოს კვასხვაძემ მეტოქეს დაასწრო და ანგარიში არ გაიხსნა.

თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან მალევე საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილმა იუხეშა და პენალტი დაინიშა, რომელიც გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შეასრულა. ეს მე-14 წუთზე მოხდა და მთელი თამაში წინ იყო, მაგრამ გუნდებს ძალიან უჭირდათ გააზრებული და ხეირიანი შეტევის წამოწყება. ცხადია, თემურ შალამბერიძის გუნდს მოვლენების ასეთი განვითარება შედეგის თვალსაზრისით ხელს აძლევდა, მაგრამ „დინამოს“ პასიური და პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდი თამაში ნამდვილად გასაკვირია.

„საბურთალომ“ სეზონი ჩინებულ განწყობაზე დაიწყო და სუპერთასს ისტორიაში პირველად დაეუფლა. თბილისურ გუნდს ახლა საქართველოში ყველა ჯილდო მოგებული აქვს (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი). დამდეგ უიქ-ენზე კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს, „დინამო“ „თელავს“, „საბურთალო“ კი „ჩიხურას“ უმასპინძლებს.

„დინამო“ – „საბურთალო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კოხრეიძე (14)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113011
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X