ფეხბურთი

13:41 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა, იბრაჰიმოვიჩი დარჩება"

"მილანის" დირექტორმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ შვეთი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გუნდში დარჩება.

"ზლატანთან ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ ერთწლიანი ხელშეკრულების გახანგრძლივების პერსპექტივით იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა. თუ "მილანი" ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მაშინ ლოგიკურია კიდევ ერთხელ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას. იბრა ყოველთვის პერსონალურად აწარმოებს მოლაპარაკებას და ამიტომაცაა ჩვენთან." - განაცხადა მალდინიმ.

"მილანმა" იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი "ფიორენტინასთან" ფრედ 1:1 დაასრულა. ამჟამად "როსონერი" სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ატალანტას" ცხრა ქულით ჩამორჩება, ხოლო ბერგამოელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114307