ფეხბურთი

12:20 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

57 წლის შემდეგ: "ბარსელონამ" "რეალს" ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით გადაასწრო

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ეიბარი" 5:0 დაამარცხა, ლა ლიგაში 6151 გოლი დაუგროვდა და მადრიდის "რეალს" გატანილი გოლების რაოდენობით ბოლო 57 წლის განმავლობაში პირველად გაასწრო. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბოლოს "ბარსელონა" "ბლანკოსზე" წინ 1962 წლის 16 დეკემბერს იყო 1932 გოლით და "რეალს" ორით ნაკლები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერტI კვირის შემდეგ "სამეფო კლუბმა" "ბლაუგრანა" 5:2 დაამარცხა და მას შემდეგ ლიდერობა არ დაუკარგავს, 1990 წელს კი ყველაზე მეტი სხვაობა "ბარსელონასთვის" -139 გოლი დაფიქსირდა. ბოლო ოთხ სეზონში "ბარსელონამ" 69-გოლიანი ჩამორჩენა გააბათილა და ახლა ერთი გოლით გავიდა წინ.

0.141981