სხვა

14:40 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება გრაფიკით მიმდინარეობს

პეკინის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„კორონავირუსის აფეთქების შემდეგ IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში წერილი გამოგზავნა, სადაც ის დარწმუნებულია, რომ ეპიდემია თამაშებისთვის მზადებაზე გავლენას არ იქონიებს. ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსმა (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პეკინის საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე) მაღალი შეფასება მისცა ეპიდემიის შესაჩერებლად ჩინეთის ძალისხმევას და გამოხატა რწმენა, რომ მასზე გავიმარჯვებთ. პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს სამარანჩთან, კრისტოფ დიუბისთან (ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელი დირექტორი) და IOC-ის სხვა ოფიციალურ პირებთან," - განაცხადა პეკინის ვიცე-მერმა და პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩჟან ცზიანდონმა.

ჩინეთის დედაქალაქში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშები ჩატარდება 2022 წლის 4-20 თებერვალს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11118