ისტორია

10:12 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1935 - დაიბადა როსტომ აბაშიძე. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1963). სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1957, 1960, 1962). 1957 წელს გახდა ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი. 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მეხუთე ადგილი (97 კგ წონით კატეგორიაში).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1874 - უოლტერ ვინფილდმა დააპატენტა ჩოგბურთის (“ლაუნ ტენისის”) წესები.

1894 - ჰოკეიში სტენლის თასი მონრეალის AAA-ს გადაეცა, რადგან “ოტავამ” ტორონტოში ჩასვლა და მატჩის ჩატარება იუარა.

1895 - ჰოლანდიელმა იაპ ედენმა 10 კმ-ზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (17:56).

1906 - ტომი ბერნსმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მარვინ ჰარტი ოცრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1908 - გერმანელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ანა ჰიუბლერმა და ჰენრიხ ბურგერმა წყვილთა თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვეს.

1938 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ნათან ნანი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

1939 - ლუი ტეცმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის მარშალი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ორთაბრძოლა სენტ ლუისში ჩატარდა.

1950 - ბელორუსმა მოცურავე ლეონიდ მეშკოვმა 100 მეტრზე კლასიკური სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:07,0).

1968 - უილტ ჩემბერლენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში 25 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.

1971 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ბოსტონ ბრუინზმა” რეგულარულ პირველობაში ზედიზედ მოგებული 13 მატჩისაგან შემდგარი სერიის პირველი შეხვედრა მოიგო.

1972 - თბილისის “დინამომ” ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მეორე მატჩში, ინდონეზიის ნაკრებს 6:3 მოუგო. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ (2), ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა, სერგო კუტივაძემ და ლევან ნოდიამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: სტეფანია, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ებრალიძე, კუტივაძე (გავაშელი), ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი (ლ. ნოდია). მწვრთნელი გავრილ კაჩალინი.

1980 - ამერიკელმა ველოსიპედისტმა და მოციგურავე ერიკ ჰეიდენმა ზამთრის ოლიმპიადის მოციგურავეთა შეჯიბრებაზე ოქროს მედლები ხუთ დისტანციაზე რბოლაში მოიპოვა.

1980 - აშშ-ის ქალაქ ლეიკ პლესიდში, ზამთრის მეცამეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

1985 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ინდიანა პეისერზის” მწვრთნელმა, ბობი ნაიტმა მატჩის მსვლელობისას მოედანზე თავისი სავარძელი ისროლა.

1986 - ნელი კუპერ-კუმანმა, ქალთა შორის დარბაზში 60 მეტრზე სირბილში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7.00).

1987 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში ჩეხოსლოვაკიის ოლომუცის საფეხბურთო გუნდ “სიგმას” 3:0 მოუგო. გოლები რევაზ ჩელებაძემ (2) და სოსო ჭედიამ გაიტანეს. “დინამო”: აბუსერიძე, ფირცხალავა, ჩივაძე, ჟორდანია (გ. ჯიშკარიანი), მალანია (სვანაძე), გოგრიჭიანი, ბიგვავა, სულაქველიძე, ქეცბაია, გურული (ცვეიბა), მიქაშავიძე.

1988 - ჰოლანდიელმა მოციგურავე ივონ ვან გენიპმა, სამ კილომეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა (4:11.94).

1988 - თბილისის “დინამომ” ალჟირული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას სეტიფში ადგილობრივ გუნდს 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები გოჩა ტყებუჩავამ და გია გურულმა გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე, ცვეიბა, ჭედია, ფანცულაია (რევიშვილი), ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე (ფირცხალავა), ქეცბაია, გურული (მ. ჯიშკარიანი), შენგელია. მწვრთნელი დავით ყიფიანი.

1988 - კანადის ქალაქ კალგარიში ზამთრის მეთხუთმეტე ოლიმპიადა გაიხსნა.

1994 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელის ქალაქ აშდოში, 15 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან 0:2 წააგო. 66-ე წუთზე ზაზა რევიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. საქართველო ასეთი შენადგენლობით თამაშობდა: დევაძე, ბერაძე (დ. ჯანაშია), ცხადაძე (კაპიტანი), ლობჟანიძე, გ. ჯიშკარიანი, რევიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ტუღუში (გურული), შ. არველაძე, ა. არველაძე (ყაველაშვილი).

მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

2000 - ლოთარ მათეუსმა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების რიგებში 144-ე მატჩი ჩაატარა, რითიც რეკორდული შედეგი აჩვენა.

2000 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, მარტი მაკსორლის 23 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს, ლიგის მოთამაშისთვის ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია იყო.

2000 - ამერიკელმა პოლ კრეიკმა ნიუ იორკის ცათამბჯენ “ემპაიარ სთვით ბილდინგის” ბოლო სართულზე კიბით ასვლა 9 წუთსა და 53 წამში მოასწრო.

2005 - “მილუოკი ბაქსმა” სტუმრად “შარლოტ ბობქეთსი” 112:102 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ “ბაქსის” სასარგებლოდ 18 წუთში 5 ქულა მოაგროვა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. იმ პერიოდში ქართველი ცენტრი “ბობქეთსის” საკუთრება იყო და “მილუოკი ბაქსში” განათხოვრების წესით თამაშობდა.

2005 - ბულგარული სოფიის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელად პოსტზე სერბი სპეციალისტი, მიოდრაგ იესიჩი დაინიშნა. მან ამ პსტზე ფერარიო სპასოვი შეცვალა.

2005 - ლა კორუნიას “დეპორტივოს” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ჯალმინიამ აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

2006 - 16 წლის ასაკში, ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა, ტურინში ჩატარებულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა.

2006 - UEFA-ს თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, შოთა არველაძის “ალკმაარმა” ანდალუსიურ “ბეტისს” 2:1 მოუგო, თუმცა ეს შედეგი ტურნირის შემდგომ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა.

2007 - გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაურჩა გიორგი ლომაიასა და მიხეილ აშვეთიას “კარლ ცაისი”, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრის საწყის 11 წუთში “მიუნხენ 1860”-ს სამი გოლი გაუტანა და გამარჯვებას მიაღწია (3:1). ამ მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა აშვეთიამ, ხოლო ლომაიამ გოლი პაექრობის მიწურულს გაუშვა.

  1. რაგბის “ერთა თასზე” საქართველომ პორტუგალიას 11:6 სძლია. მატჩი ლისაბონში ჩატარდა.

2008 - რაგბიში “ექვსი ერის” მატჩში ინგლისმა პარიზის “სენ დენიზე” საფრანგეთს 24:15 მოუგო. შეხვედრას 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2009 - მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ლისაბონში, “სპორტინგი” 5:0 დაამარცხა.

2013 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 150-ე მატჩი ჩაატარა. სოჭში ევროპის ერთა თასის შეხვედრაში ქართველებმა რუსეთს 23:9 მოუგეს.

2013 - ზაზა ფაჩულია რეკორდსმენი გახდა. ქართველი ცენტრი ერთადერთი კალათბურთელია „ატლანტა ჰოუქსის“ ისტორიაში, რომელმაც ერთი მეოთხედის განმავლობაში მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა. ზაზამ ეს შედეგი ”მილუოკისთან” მატჩიის მეორე 12-წუთეულში შეძლო. საბოლოო ჯამში კი მან 11 მოხსნა მოაგროვა. ”მილუოკი” – ”ატლანტა” 102:103.

2013 - ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 35-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. ”ფილადელფია” – ”მაიამი” 90:114.

ამ დღეს დაიბადნენ

1916 - ჯორჯ აბელი. კანადელი ჰოკეისტი. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1930 - ჰარი ბოლდტი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცხენოსანი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1933 - ლი კალუნი. ამერიკელი მძლეოსანი. თარჯრბენით 100 მ-ზე რბენაში 1956 და 1960 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1935 - როსტომ აბაშიძე. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1963). სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1957, 1960, 1962). 1957 წელს გახდა ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი. 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მეხუთე ადგილი (97 კგ წონით კატეგორიაში).

1936 - თენგიზ მელაშვილი. თბილისის “დინამოს” ფორვარდი. 1959 და 1962 წლებში მოიპოვა სსრკ პირველობის ბრინჯაოს მედლები, 1960 წლის საკავშირო თასის ფინალისტი.

1945 - ტარიელ ჟღენტი. მრგვალ სტენდზე მსროლელთა შორის მრავალი ტიტულის მფლობელი. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მოგებული აქვს მსოფლიოს თასი და სამჯერ მოიგო მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი. 1973 და 1981 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი პირად ჩათვლაში. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი: 200 შესაძლებლიდან 200 ქულა.

1939 - იოზეფ ფაისტმენცლი. ავსტრიელი მოციგავე. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1947 - ბორის კუზნეცოვი. საბჭოთა მოკრივე. მოპოვებული აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

1949 - ანა-მარია მიულერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგავე. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1965 - ვალერი შმაროვი. მოსკოვის “სპარტაკისა” და “კარლსრუეს” ფეხბურთელი.

1965 - ელენა სუკოვა. ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ქალი. 1985 წელს წყვილთა თანრიგში აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული.

1973 - ტატიანა გრაჩოვა. რუსი ფრენბურთელი. 2000 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1981 - გარეტ ბერი. ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2000 - სტენლი მეტიუზი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. 1956 წელს მან პირველმა დაისაკუთრა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული “ოქროს ბურთი”. პროფესიონალურ რანგში 50 წლის ასაკამდე თამაშობდა. მეტიუზი 75 წლისა გარდაიცვალა.

0.112783