ფეხბურთი

1:16 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პარკერი: „მოაშორეთ პოგბა თავისი აგენტიანად“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს, პოლ პარკერს, მიაჩნია, რომ კლუბმა სასწრაფოდ უნდა გაყიდოს ფრანგი ვარსკვლავი, პოლ პოგბა.

„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. „მანჩესტერს“ წინსვლა სჭირდება. საქმე ის არ არის, როდის დაბრუნდება პოგბა. ამას ნურც ელოდებით. უბრალოდ, მოაშორეთ კლუბიდან თავისი აგენტიანად.

მისმა აგენტმა ბევრი ილაპარაკა, პოგბას კი არაფერი უთქვამს, თუმცა ბევრჯერ ჰქონდა საშუალება ყველაფერი აეხსნა. მას მეტ პატივს სცემდნენ, რომ გამოსულიყო და ალალად ეთქვა, წასვლა მინდაო.

გულშემატკივრებს ის აღარ აინტერესებთ. პოლს შეეძლო შესანიძნავი ტრიო შეექმნა ბრუნუ ფერნანდეშთან და ფრედთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

„მანჩესტერს“ პოზიტივი სჭირდება. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევში მიაღწევს, თუკი იქ ისეთი ფეხურთელები იქნებიან, რომლებსაც მართლაც სურთ კლუბში თამაში.“ - ციტირებს პარკერის სიტყვებს Daily Star.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115263