ფეხბურთი

23:07 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" შესაძლოა გასპერინის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

იტალიელმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ შესაძლოა "ატალანტასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. კლუბის პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ გასპერინისთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

"გვინდა გასპერინი ჩვენი ფერგიუსონი გახდეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვინდა კონტრაქტი გავუორმაგოთ." - ციტირებს Football Italia პერკასისი სიტყვებს.

ჯან პიერო "ატალანტაში" 2016 წლიდან მუშაობს და ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით გუნდს სათავეში 2022 წლამდე უნდა ედგეს. ჯერჯერობით უცნობია იტალიელის სპეციალისტის პოზიცია. ბოლო წლებში გასპერინის გუნდმა პროგრესს მიაღწია. გასულ სეზონში "ატალანტა" იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში "ვალენსია" 4:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.449919