ფეხბურთი

14:52 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჯერ სეზონის დასრულდეს, ფიქრისთვის დრო მექნება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი მომავლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისიდან წასვლა არ სურს. ესპანელი არ გამორიცხავს, რომ „ქალაქელებთან“ კონტრაქტიც გაახანგრძლივოს.

„ახალი კონტრაქტი? არ ვიცი, მინდა აქ კიდევ ერთი წელი დავრჩე, ეს დამოკიდებული იქნება შედეგებზეც. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივო თუ გუნდი ჩემი მუშაობით კმაყოფილი იქნება. მაგრამ ახლა მინდა მთელი კონცენტრაცია უახლოეს სამ თვეზე მოვახდინო, შემდეგ ფიქრისთვის დრო მექნება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112581