ძიუდო

21:59 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლი დიუსელდორფის გრან პრიზე

დღეს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრან პრიმ, სადაც 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ალჟირელი ვალ ეზინი, ჩეხი პაველ პეტრიკოვი, ყაზახი იერლა სერიკჟანოვი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუს იაკუბ შამილოვს აჯობა. ფინალში ჩვენებურის მეტოქი იაპონელი ჰიფუმი აბი, რომელთანაც ვერაფერი გააწყო და ვერცხლს დასჯერდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ბაგრატ ნინიაშვილმა, თუმცა მარგველაშვილის ძლეულ შამილოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

60 კგ წონით კატეგორიაში იგივე გზა განვლო თემურ ნოზაძემ, მაგრამ ბინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე ქართველ თორნიკე ჭკადუასთან მარცხი განიცადა. იგივე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

0.118313