სხვა

23:10 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირებში ჩინელი სპორტსმენების მონაწილეობაზე იზრუნებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) თვალ-ყურს მიადევნებს, რომ ჩინელ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, რომელმაც დღევანდელი მონაცემებით 75 ათასამდე ადამიანი დააინფიცირა და 2200-მდე იმსხვერპლა, ჩინეთმა ქვეყანაში ყველა სპორტული შეჯიბრების ჩატარება შეაჩერა, მათ შორის - შესარჩევი ასპარეზობები კრივში და ქალთა ფეხბურთში. ასევე შეაჩერა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბიატლონში სატესტო შეჯიბრებები და სამთო სათხილამურო ასპარეზობები.

საგულისხმოა, რომ კორონავირუსის გამო რამდენიმე ჩინელმა სპორტსმენმა საზღვარგარეთ ჩატარებული ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

„IOC მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა თვალი მიადევნოს თითოეულ შესარჩევ ტურნირს, რომელშიც კი ჩინელი და ჩინეთიდან ახალი ჩასული სხვა სპორტსმენები მონაწილეობენ.

IOC შეასრულებს შესაბამის სამუშაოს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ასეთ ათლეტებს საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში სამართლიანი მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ," - ვიტყობთ IOC-ის განცხადებიდან.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135081